8 ივნისს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის ფოიეში დასრულდა, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის პირველობა ჭადრაკში 8, 10, 12 და 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართა.
ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი 5,5 ქულით ნიკა შამუგია გახდა.
8 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი - თამარ თუთბერიძე;
10 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი - ანანო ცხადაია;
12 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი - ლიკა ჭანტურია;
8 წლამდე ბიჭუნათა შორის I ადგილი - ნიკა ჭანტურია;
10 წლამდე ბიჭუნათა შორის I ადგილი - ნიკა ბუკია;
12 წლამდე ბიჭუნათა შორის I ადგილი - სანდრო ბუკია;
16 წლამდე ჭაბუკთა შორის I ადგილი - გიორგი ლატარია;
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ორგანიზებით განხორციელდა.