30 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა მუსიკალური კონკურსი „ ოქროს თაობა“. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასიმღერო დონის ამაღლება, ახალგაზრდებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავება, მოზარდთა თავისუფალი დროის სწორად განსაზღვრა და ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობა. კონკურსი ქართულ და უცხოურ ტურად ჩატარდა. კონკურსანტებმა მუსიკალური ნომრები ცოცხალი შესრულებით შეასრულეს.
კონკურს შვიდკაციანი ჟიური 10 ბალიანი სისტემით აფასებდა, სადაც ყურადღება გამახვილდა როგორც სასიმღერო ტექნიკასა და ვოკალურ მონაცემებზე, ასევე ესთეტურ მხარესა და სასცენო პლასტიკაზე.
კონკურში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის მოსწავლემ და საბოლოოდ გამოავლინა წარმატებული შემსრულებლები.
ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი დაიკავა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი ნარსიამ.
მეორე ადგილზე გავიდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ვადაქარია.
მუსიკალური კონკურსის ღირსეული გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა კერძო სკოლა „არეას“ მეათე კლასის მოსწავლე დათო ბუკია.
ჟიურიმ ასევე გამოავლინა რჩეული კონკურსანტები :
ლიზი და გიგი ცანავების დუეტი - საჯიჯაოს საჯარო სკოლა;
ნინო შელია- ქარიატის საჯარო სკოლა;
თიკო ლაგვილავა - ნოჯიხევის საჯარო სკოლა;
ირაკლი გვალია - ხობის №2 საჯარო სკოლა;
მარიამ ზარანდია - ხეთის საჯარო სკოლა.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები, ხოლო მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.