1. 30 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 მაისის N04/1223 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1248 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1249 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - აპრილის თვის შესრულების ანგარიში).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 მაისის N05/1254 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);