ხობში მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გარბენი. მარათონში რომელიც რეგიონის ოლიმპიური კომიტეტისა და ხობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა 20-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ თასი და სიგელები გადასცეს.