დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა. ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხობი-1 ანგარიშით 3-2 დაამარცხა, მესამე ადგილი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას რომელიც შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები და სიგელები გადაეცათ.