19 ივნისს, თბილისში, „ილიას ბაღში“ სალოტბარო სკოლების საანგარიშო მოსმენა-კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ხობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა „შენ ხარ ვენახი“ და ძაბრალე“ შეასრულეს. ხობელი ბავშვების მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სალოტბარო სკოლებს საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები და ცნობილი ქართველი შემსრულებლების აუდიო ჩანაწერები გადაეცათ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სალოტბარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დალოცა.