16 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დ. ჯობავას 01.06.2016 წლის №31/2016 წერილის განხილვა (ყულევის თემის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს გამართული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების თაობაზე);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
2. №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დ. ჯობავას 09.06.2016 წლის №35/16 წერილის განხილვა (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 09/06/2016 წლის №01-02/1176 წერილი საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის თაობაზე);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 10.06.2016 წლის N04/1385 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - მაისის თვის შესრულების ანგარიშის შესახებ);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 14.06.2016 წლის №05/1404 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);