19 ივნისს, ზუგდიდში, „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის და აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და ემოციური თამაში აბაშის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები და მედლები გადაეცათ..
ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზაებით გაიმართა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება იყო. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში გაიმართა. წელს არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.