ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 17 ივნისს 11:00 საათზე. საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა კაკულიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსი);