9 დეკემბერს ხობის N1 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით.