ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2016 წლის 9 დეკემებრს 11:30 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);
3. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
4. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ხობის მოამბეს“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
5. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: რ. შულაია - კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი).