16-18 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ღია პირველობა კრივში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ე. თოდუა).
ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიებში I ადგილის მლობელები გახდნენ: რევაზ ჩხეიძე, დიმა შეროზია, დემურ ქაჯაია და გიორგი ახალაია. ხოლო თემურ ქვარცხავას მეორე საპრიზო ადგილი ერგო.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული ნორჩი სპორტსმენები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.