23 დეკემბერს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“ გაიმართა. კონკურსში ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ინტელექტუალური კონკურსის მუნიციპალური ტურის გამარჯვებული გახდა ქ.ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი. გამარჯვებული გუნდი, 20 იანვარს, ქ. ზუგდიდში დაგეგმილ რეგიონალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
კონკურს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის პედაგოგები.
ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენი მკითხველი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.