18 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა ნუკრი შამუგიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭიდაობა-ძიუდოს ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მ. მორგოშია).
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს:
ირაკლი ლეფსაია - მძიმე წონა II ადგილი;
გიორგი ზარანდია - 42კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ჯამბულ საპანაძე - 46 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
ნიკა კვირკველია - 30 კგ წონითი კატეგორია III ადგილი;
საბა სიჭინავა - 27 კგ წონითი კატეგორია III ადგილი.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს.