1 აპრილს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ვეტერანი ფეხბურთელის მელორი ზაქარაიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში გოგონათა შორის.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობისა და ქუთაისის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხობის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.
სპორტულ ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები თასებითა და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.