5აპრილს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხობის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად, საქართველოს ეროვნული რეგიონული გასვლითი თამაშების ჩემპიონატი ,,ეტალონი-2017'’ გაიმართა.
ინტელექტუალური კონკურსში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლის 74 მოსწავლემ. ხობის მუნიციპალიტეტის 74 წარმატებული მოსწავლისგან ეტალონი მოსწავლის ტიტული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ირაკლი ჯანაშია გახდა, რომელიც, თბილისში გასამართ ფინალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ინტელექტუალურ კონკურსს, გულშემატკივრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა,საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ირაკლი ჯანაშიას ადგილობრივ ეტალონის კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს საქართველოს მასშტაბით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას.