31 მარტს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ვეტერანი ფეხბურთელის მელორი ზაქარაიას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში გოგონათა შორის.
სპორტულ ღონისძიებაში გოგონათა ექვსი გუნდი მონაწილეობს.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები 1 აპრილს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.