4 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სახიფათო ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სახიფათო ნარჩენების მოწყობა-ექსპლუატაციას ითვალისწინებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დამსწრე საზოგადოებას შპს „ეკომედის“ დირექტორმა კახაბერ ხუბუამ წარუდგინა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. დაინტერესებულ პირებს, საკუთარი მოსაზრების და შენიშვნების მიწოდება ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის (9599158999; ecomedltd@yahoo.com) მიმდინარე წლის 11 აპრილამდე შეუძლიათ.