27 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 20 მარტის N03/940 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 20 მარტის N05/941 წერილის განხილვა: • „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე; (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2017 წლის 24 მარტის 21/08 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ლაშა ცატავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2017 წლის 24 მარტის N06/1066 წერილის განხილვა („ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);