18 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 14 აგვისტოს N04/3436 და 2017 წლის 17 აგვისტოს N04/3498 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტების შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 16 აგვისტოს N03/3487 წერილის განხილვა („სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №14 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 17 აგვისტოს N05/3491 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 18 აგვისტოს N03/3505 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).