23 ივნისს, ქალაქ ხობში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა, სადაც აბსოლუტური ჩემპიონი 100 მეტრზე რბენაში ბექა ბუკია გახდა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიგელები და მაისურები გადაეცათ. ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი - ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმაა.