21 ივნისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, ქალთა და მამაკაცთა შორის.
სპორტული ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ თამაშებში ქალბატონებში გამარჯვება მოიპოვა პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მარინა ლაგვილავამ, ხოლო მამაკაცთა შორის პირველი ადგილი დაიკავა დავით აკობიამ.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.