19 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, დასრულდა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში.
ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის საფეხბურთო გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ჭალადიდის გუნდი დაამარცხა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.