ხობის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გოჩა ქაჯაია დღეიდან შეუდგა უფლება-მოვალეობის შესრულებას. გოჩა ქაჯაიამ სამუშაო დღე საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულებთან შეხვედრით დაიწყო, მან ყველა სამსახურს, თითოეულ მოსამსახურეს, წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთელს შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულს გუბერნატორს ლევან შონიას, გუბერნატორის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი (დაჩი ) ბერაიას და წარმდგენ პარტიას „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.