ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უკვე ტრადიციად ქცეული შემოდგომის ზეიმი იმართება. 14 ნოემბერს პირველი მაისისა და ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღებში გამორჩეულად ლამაზ და ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა ნომრები წარუდგინეს, მათი შესრულებით ლექსებს სიმღერები და ცეკვები ენაცვლებოდა. პატარებს სხვადასხვა ნომრების შესრულებაში პარტნიორობას აღმზრდელები უწევდნენ, რაც ზეიმს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდიდა. ხობის N1 საბავშვო ბაღის ორიგინალურად მოწყობილ ეზოში საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციები იყო წარმოჩენილი. ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.