სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი,, ხობი-ნოჯიხევის განყოფილებაში ღია კარის დღე გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები, გაეცნენ კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები.
კოლეჯისდირექტორმა ნინო ბაკურაძემ სტუმრებს კოლეჯის საქმიანობა და მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამები გააცნო.