ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის ფინალში ხობის "ჭალეს" გუნდმა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი პენალტების სერიით ანგარიშით 4:3 დაამარცხა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი,გენერალი კობა გრიგოლია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე მერის მოადგილე დავით ბერაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.