28 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის მიერ მოსმენილ იქნა მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ანგარიშები. სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ორივე სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ შეფასდა დამაკმაყოფილებლად.