28 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილებისპროექტი, „ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები 1262,8 ათასი ლარით და განისაზღვრა - 28595,0 ათასი ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 34336,4 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2025-2026 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულში ესტატე შუშანიას, ცოტნე დადიანის და გალაქტიონ ტაბიძის ქუჩების და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ნინოს ქუჩის გზების რეაბილიტაცია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად.