ხობის მუნიციპალიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდე 16-დღიან გლობალურ კამპანიას. კამპანია 1991 წლიდან იღებს სათავეს, ის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და სრულდება 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა.