ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად წარედგინა 2024 წლის 15 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან ერთად იწყებს ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვას.
წარმოდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის პროექტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე www.khobi-sakrebulo.ge ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).
საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და შემუშავდება შესაბამისი წინადადებები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, რომელიც გაიმართება 2024 წლის 22 ნოემბერს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.
წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს 2024 წლის 22 ნოემბრამდე შეუძლია წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi.mun@gmail.com; sakrebulo@khobi.gov.ge.