ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი – ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმადავით ჭოჭუამ გააცნო. მისი განმარტებით: ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 22,036 ათასი ლარით.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს – განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა წარმოადგენს. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.