12 აგვისტოს ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.
მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზედამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერმა, დავით ბუკიამ მიულოცეს. მუნიციპალიტეტის მერმა კურსდამთავრებულებს სიგელები გადასცა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2024-2025 წლების 65 კურსდამთავრებული გახდა ოქროს და ვერცხლის მედალოსანი. მათ შორის 57 ოქროს მედალოსანია , ხოლო ვერცხლის მედალოსანი - 8.
„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაერიცხება.