11 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომასესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმართველი ქალაქის/ თვითმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:
ა) ქ. ხობში - N1 საბავშვო ბაღის შენობა
ბ) ხეთის საბავშვო ბაღის შენობა
გ) პირველი მაისი საბავშვო ბაღის შენობა
დ) ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობა
ე) პატარა ფოთის ადმინისტრაციული შენობა (მე-2 სართული)
ვ) პირველი ხორგის საბავშვო ბაღის შენობა
ზ) საჯიჯაოს კულტურის სახლის შენობა;
თ) გაღმა საჯიჯაოს საბავშვო ბაღის შენობა;
ი) ქარიატის სასოფლო კლუბის შენობა;
კ) ჭალადიდის ბიბლიოთეკის შენობა;
ლ)ხამისკურის საბავშვი ბაღის შენობა
მ)ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული-საბავშვო ბაღის შენობა.
ხოლო საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისთვის გამოიყო ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:
ა) ქ. ხობში - ხობის კულტურის სახლის შენობა;
ბ) ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ ზუბის კლუბის შენობა;
გ) ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში - ქვემო ქვალონის კულტურის სახლი;
დ) შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;
ე) ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;
ვ) ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.