25 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 24 აგვისტოს N50-502623676 და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბერაიას 2026 წლის 22 სექტემბრის N50-502626574 წერილების განხილვა:
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 45.09.26.715) სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).