15 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 208 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების პირველკლასელ მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერები (ნეთბუქი) და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გივი ლატარიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს.
ტრადიციულად ხობის წმინდა სამების სახლეობის ტაძრის წინამძღვარმა კირიონ დარასელიამ პირველკლასელები დალოცა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.