18 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის საპატიო მოქალაქისა და პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საიუბილეო საღამოზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ვაჟა ეგრისელის შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა.