28 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის, განაშენიანების დეტალურ გეგმაში შემდეგი ტექნიკური ელემენტების ასახვას/დაზუსტებას:
1. ქარხნის შპს „შავი ზღვის ტერმინალთან“ (შპს „სოკარის“ ტერმინალი) დამაკავშირებელი ნავთობსადენის გაყვანას;
2. წყლის გამწმენდი რეზერვუარების მოწყობა წყალჩაშვებისთვის შესაბამისი ფილტრაციისთვის და ზემოთხსენებული ნავთობსადენის პარალელურად წყლის მილის გაყვანას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი
განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 45.09.26.715) სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მერიის მოთხოვნის საფუძველზე ამოღებულია დღის წესრიგიდან.