24 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ახალი ხიბულის თემს ესტუმრნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრნახევრიან მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს.ხობის საჯიჯაოსა და ლესიჭინეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება სამი მილიონ სამასი ათას ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოები 1 დეკემბერს დასრულდება.