24 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ახალი ხიბულის თემს ესტუმრნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრნახევრიან მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს. ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 16 ივნისს დაიწყო, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში შეადგენს სამი მილიონ სამასი ათას ლარს. საგზაო სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველი“. სამუშაოები 1 დეკემბერს დასრულდება.