11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში , ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წმინდა იოანე წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა. პარაკლის ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.