11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში , ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წმინდა იოანე წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.