23 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალურ ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის, ოზურგეთის „მერცხალმა“ ხობის ,,კოლხეთს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით დრამატული იყო შეხვედრის ბოლო წუთები, როდესაც სამი გოლი გავიდა.
თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.
მორიგ შეხვედრას 28 სექტემბერს ხობის „ კოლხეთი“ თბილისის „დინამო 2“ თან გამართავს.