23 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალურ ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის, ოზურგეთის „მერცხალმა“ ხობის ,,კოლხეთს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით დრამატული იყო შეხვედრის ბოლო წუთები, როდესაც სამივე გოლი გავიდა.
მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.
მორიგ შეხვედრას 28 სექტემბერს ხობის „კოლხეთი“ თბილისში, თბილისის „დინამო 2“ თან გამართავს.