30-31 მარტს ქ.თბილისში, შრომითი რეზერვების სპორტულ კომპლექსში, ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარდა. სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. მწვრთნელ-მასწავლებლები: მამუკა ყორშია, ალმასხან ხუნჯუა, სურაჯ გვასალია.
I ადგილის მფლობელები გახდნენ 42 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ნაკაშია, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და 58 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანი. 58 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილზე გავიდა ნიკა ყორშია, რომელმაც ფინალური შეხვედრა დათმო თანაგუნდელ ჯონი ხეცურიანთან. სამივე სპორტსმენი ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრია და 2 აპრილიდან გაივლიან ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ქ. ბათუმში.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს დიპლომებითა, მედლებითა და თასებით.