30-31 მარტს ქ.თბილისში, შრომითი რეზერვების სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა. მწვრთნელ-მასწავლებლები: მამუკა ყორშია, ალმასხან ხუნჯუა, სურაჯ გვასალია.
I ადგილის მფლობელები გახდნენ 42 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ნაკაშია და 58 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანი, ხოლო 58 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილზე გავიდა ნიკა ყორშია. სამივე სპორტსმენი ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრია და 2 აპრილიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაში, რომელიც გაიმართება ქ. ბათუმში.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.