ხობში პრემიერ–მინისტრმა რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური“ დაათვალიერა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სათბური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს.