ხობში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური“ დაათვალიერა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სათბური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს. სასათბურე მეუნეობის დათვალიერებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტატი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.