17 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში დიდიხნის მივიწყებული სახალხო დღესასწაული „ეგრისობა აღინიშნა“. ხონისძიებას საქარტველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ხარიბაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დღესასწაული რომლის სიმბოლურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ საქართველოს გამთლიანებას მოსახლეობას ნოქალაქევიდან მიულოცავს.
„ეგრისობა“-ზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა საკუთარი კუთხეებისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფია და სამზარეულო წარმოაჩინეს. მათშორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის მრავლფეროვანი კუთხე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პრემიერ-მინისტრმა, დაათვალიერა სახალხო რეწვის ნიმუშები და დააგემოვნა სამზარეულო. დღესასწაულს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.