17 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში დიდიხნის მივიწყებული სახალხო დღესასწაული „ეგრისობა“ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დღესასწაული, რომლის სიმბოლურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს გამთლიანებას მოსახლეობას ნოქალაქევიდან მიულოცავს.
„ეგრისობაზე“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა საკუთარი კუთხეებისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფია და სამზარეულო წარმოაჩინეს. მათ შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის მრავლფეროვანი კუთხე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პრემიერ-მინისტრმა, დაათვალიერა სახალხო რეწვის ნიმუშები და დააგემოვნა სამზარეულო. დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.